20:32 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-13 15:46:04, 1602 ნახვა

საზოგადოება
ენათმეცნიერი და პოლიტიკოსი ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი ნოდარ ნათაძე.

ნოდარ ნათაძე დაიბადა თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1955 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956-1969 წლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური მემკვიდრეობის სექტორის გამგე 1969 წლიდან. საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე 1989 წლიდან. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991, 26 მაისი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში“. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, წიგნების: „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“, „თომა აქვინელის ფილოსოფია, მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „ერი და ეროვნული კულტურა“, „ვეფხისტყაოსანი“ (კრიტიკული გამოცემა განმარტებებითა და კომენტარებით) და სხვათა ავტორი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics