|
2022-11-12 12:17:15, 1643 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - რიგ ძალებს სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში რყევებისთვის და ამით ქვეყანა დააზიანონ
რიგ ძალებს სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით ქვეყანა დააზიანონ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა „სტრატეგია აღამაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „ომის პარტიებს“ ქაოსის გამოწვევა სურთ. „ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან და ახლა მათგან საუბარი 12 პუნქტის არშესრულებაზე ყველაზე დაბალ პოლიტიკურ სტანდარტსაც სცდება, მაგრამ, არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონო საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათ ეს გეგმა ჰქონდათ ზაფხულში, როდესაც, ასევე, კანდიდატის სტატუსი თემით უნდოდათ არეულობა და ქაოსი გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ მტკიცე უარი უთხრა. როგორც ჩანს, ომის პარტიებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არც იმის რესურსი არ აქვთ, რომ ამ შეცდომებზე გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელის", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,დროას" ლიდერები ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ და მათთან გაერთიანებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)