|
2022-11-12 12:03:10, 1081 ნახვა
პოლიტიკა
სამხედროები სურამის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ვიზიტსა და მოსწავლეებთან შეხვედრას აგრძელებენ. პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები სტუმრობენ. დაბა სურამის N3 საჯარო სკოლაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე იმყოფებოდა. მაღალი კლასების მოსწავლეებთან შეხვედრაზე, მან საქართველოს თავდაცვის ძალების ამოცანებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების ნახვისა და ჯარისკაცებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების, ასევე საკუთარი ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)