01:27 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 18:27:10, 1224 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე სააკაშვილზე - 80 კილოა, ჩამომხმარია, კუნთებიც არ აქვს, ყველაფერი სტკივა

80 კილოა, ჩამომხმარია, კუნთებიც არ აქვს, ყველაფერი სტკივა. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ კვირაში კიდევ უფრო დამძიმდა. 

"აი, ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილო არის. ჩამომხმარია აბსოლუტურად. არც კუნთები აქვს, არაფერი. ყველაფერი სტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანონ, მასაჟისტი ვერ ეკარება, იმიტომ რომ ყველაფერი სტკივა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო მაგრამ ზუსტად რაზე იყო, ვერ გეტყვით. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ველაპარაკო იმ თემებზე, რომლებიც ტკივილის და განსაცდელის გარდა არაფერს უმატებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედიდან" სამედიცინო კვლევებისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. "მთავარ არხს" აღნიშნული ინფორმაცია "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა და უთხრა, რომ კვლევების შემდეგ, სააკაშვილი კვლავ "ვივამედში" დააბრუნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics