|
2022-11-11 16:59:16, 1179 ნახვა
პოლიტიკა
2022 წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1,8 მილიარდი ლარი დაუბრუნდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დღგ-ის დაბრუნების მზარდი დინამიკა კვლავ აქტიურად გრძელდება. 2022 წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1,8 მილიარდი ლარი უკვე დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბრიდან, დღგ-ის თანხის დაბრუნების პროცედურა კიდევ უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და მარტივი გახდა. ეს პროცესი გადამხდელის მიერ, თანხის მოთხოვნისა და საბანკო ანგარიშის დამატებითი მითითების საჭიროებას აღარ ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახა გადასახადის გადამხდელთათვის დაბრუნებული თანხის დროულობაზე და მოცულობაზე. აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, კანონმორჩილი გადასახადის გადამხდელთათვის დღგ-ის ზედმეტობით დაბრუნებული თანხის ოდენობამ დაახლოებით 1 მლრდ. ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს ბიზნესსექტორმა 1,9 მილიარდი ლარი დაიბრუნა ანგარიშზე. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზემოაღნიშნული სერვისის მონიტორინგს და განიხილავს ნებისმიერ შესაძლებლობას მისი კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)