|
2022-11-11 09:15:51, 1302 ნახვა
მსოფლიო
WSJ - სამხრეთ კორეა აშშ-ს საარტილერიო ჭურვებს მიყიდის, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება
სამხრეთ კორეა პირველად მიყიდის შეერთებულ შტატებს საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში გასაგზავნად. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს მიწოდება ვაშინგტონსა და სეულს შორის "საიდუმლო გარიგების" ნაწილი იქნება, თუმცა არ დასახელებულა ხელშეკრულების პირობები. გაზეთის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში გასაგზავნ 100 000-მდე საარტილერიო ჭურვის შეძენას გეგმავს. ვაშინგტონის გათვლებით, ეს თანხა საკმარისი იქნება რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გასატარებლად. ოფიციალური პირების თქმით, საბრძოლო მასალის არაპირდაპირი გადაზიდვა სახელმწიფოების მეშვეობით საშუალებას აძლევს სეულს ოფიციალურად დარჩეს ვალდებულების ფარგლებში. ამავდროულად, ვაშინგტონი შეძლებს აირიდოს იარაღის საკუთარი არსენალის დახარჯვა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში სამხრეთ კორეამ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ყველა ტრანზაქციის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ მიიღეს. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის მთავრობა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსიის შეზღუდვაზე შეთანხმდა. ამასთან, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხრეთ კორეის წარმოების იარაღს შეიძენს. მისი მიწოდება კი ჩეხეთის რესპუბლიკის შუამავლობით მოხდება.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)