|
2022-11-11 09:08:02, 1233 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს საბაზრო ეკონომიკის სტატუსი ჩამოართვა
აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსი გააუქმა. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთმა შესაბამისი სტატუსი 20 წლის წინ მიიღო. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების დიდმა ჩარევამ ეკონომიკურ პროცესებში გამოიწვია ფასებისა და ხარჯების "დამახინჯება". შესაბამისად, უცნობია, სამართლიანად ადგენენ თუ არა რუსული კომპანიები ფასებს აშშ-ში საქონლის იმპორტზე. „ეს გადაწყვეტილება აძლევს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას გამოიყენოს აშშ-ს ანტიდემპინგური კანონების მთელი ძალა ბაზრის დამახინჯების აღმოსაფხვრელად, რაც გამოწვეულია რუსეთის ხელისუფლების გაზრდილი ჩარევით მათ ეკონომიკაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების შეზღუდვები დააწესეს, რამაც სერიოზულად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. ამრიგად, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა , რომ ევროპაში გაზის ფასი სტაბილურად იკლებს აგვისტოს შემდეგ, რაც ევროპელებისთვის კარგი ტენდენციაა და რუსეთისთვის შემოსავლის შემცირებას ნიშნავს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)