|
2022-11-10 19:19:04, 1075 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია, თუ არსებობს რესურსი აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა
მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია. - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ არსებობს რესურსი აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ. "დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მივდივარ ხოლმე მოსანახულებლად და ბოლო სამი შეხვედრისას დამხვდა ლოგინში, მწოლიარე, ვერ დგებოდა, რამაც ძალიან შემაშფოთა, ფაქტს გეუბნებით, ლოგინშია, ფერი აქვს დაკარგული ძალიან და როდესაც მე პირველად მოვინაულე, საერთოდ რომ ჩამოვიდა საქართველოში, იმასთან შედარებით, ალბათ არ გადავაჭარბებ, სიგანეში არის ნახევარი. გამხდარია ძალიან. ძალიან სუსტადაა. თუ არსებობს ამისი რესურსი, ჩემი აზრით, აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიღეს. ჩანაწერის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, მიეცეს მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საზღვარგარეთ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)