|
2022-11-10 18:37:20, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა,ახალი თავმჯდომარის არჩევნები დაუყონებლივ უნდა გაიმართოს
შიდა არჩევნების მოთხოვნის სია გაფართოვდა. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით,ახალი თავმჯდომარის არჩევნები დაუყონებლივ უნდა გაიმართოს. "ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი, ენმ-ის 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან 277 დეპუტატი და ახლა ყველა ეს ადამიანი ჩვენს ასობითათასს მხარდამჭეთან ერთად, ველოდებით, რომ რაც შეიძლება მალე სწრაფად დაინიშნოს პოლიტსაბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი. ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ენმ, რომ ფორმაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი და ორგანიზებული ენმ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებასა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)