|
2022-11-10 18:19:34, 1146 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია
ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით,როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ივანიშვილის დამსახურებაა. "რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან. ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს დაუბრინდათ სახელმწიფო, პირველ რიგში, საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს. როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირია წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა ყნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)