|
2022-11-10 16:21:25, 984 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერებმა და მოსამართლეებმა, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ. "სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების სტანდარტი, სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. ხაზი გაესვა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ერთგვაროვანი მიდგომის მნიშვნელობას და მართლმსაჯულების ხარისხის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საერთო მიმართულებები დაისახა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკრიმინაციულ დანაშაულებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოების საკითხს. იმსჯელეს 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურა, უზენაესი სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი მეთოდოლოგიით სტატისტიკის წარმოებაზე შეთანხმდა. აღსანიშნავია, რომ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა და მულტისექტორული სამუშაო შეხვედრები მომავალში აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)