|
2022-11-09 22:41:03, 980 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა
რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს, ცდილობენ, ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ და საბოლოო ჯამში თვითონ გახდნენ რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მოსივე თქმით,რადიკალიზმმა რომელსაც ისინი აღვივებდნენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ნაციონალური მოძრაობის შიგნით გადაინაცვლა. "დღეს რასაც ვხედავთ ეს არის პოლარიზაცია ნაცმოძრაობის შიგნით, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ნაცმოძრაობის შიგნით, რაც კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობა სუსტდება, კიდევ უფრო მეტად დასუსტდება და ასეთ პირობებში შანსი ეძლევა სხვა, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ამ პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივესალმებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)