20:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 17:04:55, 1120 ნახვა

საზოგადოება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება.  ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებს, ამ დიაგნოზით, წლის განმავლობაში, 6 000-მდე პაციენტი მიმართავს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია. 

ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. 

„ეს პროგრამა საკმაოდ მოცულობითი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო, ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც მუშაობს - ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. აღნიშნული მოდელით, იმ შემდეგი გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დაჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics