|
2022-11-09 12:31:38, 747 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა ევროკომისიაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე განიხილავენ საქართველოს ევროსტრუქტურებში მეტი ინტეგრაციის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი შეხვდება ევროკომისრებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლოს და გაფართოების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განიხილავს. ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ევროკონტროლის გენერალურ დირექტორ ემონ ბრენანთან, რომლის დროსაც განხილული იქნება ურთიერთობები სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)