|
2022-11-09 12:30:48, 774 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - დროა, პარტიები გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა
ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ წუხს საქართველოში ღრმა პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის გაგრძელების გამო. „აშშ არ არის ევროპარლამენტის წევრი და ამ რეზოლუციის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და გაატარონ ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები. ეს სამუშაო მიმდინარეობს და უნდა გაგრძელდეს ინკლუზიურ ვითარებაში. საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება საკუთარი შემუშავებული კანონმდებლობების წარდგენისა ვენეციის კომისიისთვის და სხვა ევროპული ორგანიზაციებისთვის, რათა მათგან მიიღონ რჩევები და პასუხები, შეესაბამება თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. იმ დროს, როდესაც შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონმდებლობის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროკავშირის სტანდარტებს. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ იცხოვრონ უსაფრთხო დემოკრატიაში და ჰქონდეთ კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ. ახლა არის დრო, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი და ოპოზიციური, გაერთიანდნენ და შეასრულონ ქართველი ხალხის დაკვეთა“,- განაცხადა დეგნანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)