|
2022-11-09 09:44:53, 1350 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან - წინასწარი მონაცემები
აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს, რომლის საბოლოო შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. არჩევნებში მონაწილეობა 46 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო და სწორედ ისინი გადაწყვეტენ, შეძლებს თუ არა „რესპუბლიკელები“ კონგრესზე კონტროლის მოპოვებას, რაც ხელს შეუშლის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმების განხორციელებას. ოფიციალური პირების შეფასებით, ბიულეტენების საბოლოო რაოდენობამ, შესაძლოა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბოს. რამდენიმე მედიასაშუალება წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, რომ „რესპუბლიკელები“ მიიღებენ იმ ხუთ ადგილს, რომელიც საჭიროა წარმომადგენელთა პალატის გასაკონტროლებლად. ბოლო მონაცემებით კი, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 171 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 139 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 45 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 47. რესპუბლიკელთა გამარჯვება პალატასა და სენატში პარტიას საშუალებას მისცემს, დაბლოკონ პრეზიდენტის დღის წესრიგის დიდი ნაწილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)