|
2022-11-09 09:21:00, 1161 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს - „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“
რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, უკრაინის ზურგს უკან, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. „ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)