|
2022-11-08 17:28:01, 967 ნახვა
მსოფლიო
პუტინი G20-ის სამიტს შესაძლოა ვირტუალურად დაესწროს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტს, შესაძლოა, ვირტუალურად დაესწროს. ამის შესახებ სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა. ინდონეზიის პრეზიდენტის თქმით, პუტინი გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას, ბალის სამიტზე დასწრებას არ გამორიცხავდა. "რუსეთის პრეზიდენტი შეუერთდება მომავალ კვირას G20-ის ლიდერთა სამიტს თუ შესაძლებელი იქნება. მაგრამ თუ არა... შესაძლოა, მან ამის გაკეთება ვირტუალურად მოითხოვოს”, - განაცხადა ვიდოდომ. აღსანიშნავია, რომ G20-ის სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა დღეს განაცხადა, რომ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს. უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ G20-ის სამიტში არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქ იქნებოდა. დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)