|
2022-11-08 16:55:07, 1017 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია არაეთიკურია
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაცია ხდება. მისი თქმით, ცენტრი "ემპათიის" დასკვნა ჯერჯერობით არ უნახავს, რადგან "არ არსებობს", შესაბამისად წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს. “ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრი “ემპათიის” დასკვნა ჯერჯერობით არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც იარსებებს ეს დასკვნა, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ არის თუ არა ამა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს. მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის იმყოფება შესაბამის კლინიკაში”,- ამბობს ბრეგაძე. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი დაუდგინდა. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვიდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)