21:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 16:30:06, 978 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ნიკორა“ ახალ საწარმოს გახსნის

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია ნიკორა ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდება.

„საქართველოს ბანკის“ დახმარებით ჩვენ შევძლებთ ახალი საწარმოს გახსნას. ბანკის ფინანსური დახმარება სრულად საწარმოს მშენებლობასა და დანადგარების შესყიდვას მოხმარდება. ახალი საწარმოს გახსნით ჩვენი პროდუქციის წარმოება ორჯერ გაიზრდება. ასევე, შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებით 150 ადამიანის დასაქმებას“, - განაცხადა შპს ნიკორას დირექტორმა, მერაბ მამულაშვილმა.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ვითარდება და კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. „ნიკორა“ ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ბაზარზეა და საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ასეთ ბიზნესს, რადგან ქვეყანაში იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics