18:34 - 22 Jul, 2026
|
2022-11-08 15:48:24, 1013 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში, G20-ის სამიტს დაესწრება. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, ზელენსკი სამიტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს. "რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში. მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ნიკიფოროვმა. აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ G20-ის სამიტში არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქ იქნებოდა. დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, ჩავა თუ არა ინდონეზიაში ვლადიმერ პუტინი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)