|
2022-11-08 15:37:28, 858 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ აორგანიზებს მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა
გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შიდა გახმოვანებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს შარშანაც ჰქონდა ეკონომიკური ზრდა, როდესაც უკრაინაში ომი არ იყო და დარწმუნებულია, რომ არც „სავალუტო ფონდი“ აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. მისივე თქმით, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სავალუტო ფონდი ასევე ძალიან მაღალ სამომავლო პროგნოზს აკეთებს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა. „გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, შიდა გახმოვანებით ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)