21:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 15:24:03, 929 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი OECD-ის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილწობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში, მონაწილეობას მიიღებს საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში.

შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა უმაღლესი დონის პანელურ დისკუსიაში, თემაზე: „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის მიმდინარე და ახალი გამოწვევების დაძლევა".

ლაშა ხუციშვილი ისაუბრებს საგადასახადო სფეროში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის როლზე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, გლობალურ ფორუმთან საქართველოს თანამშრომლობის წარმატებულ დინამიკასა და გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური სტანდარტის განვითარების მიზნით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ" კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას (CRS). შეთანხმება შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და დიდი ოცეულის (G20) წევრი სახელმწიფოების მიერ 2014 წელს და მას დღეისათვის 117 სახელმწიფო აწერს ხელს.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, ფორუმს დაესწრებიან მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე.

იხ. ბმული: https://www.oecd.org/tax/transparency/documents/2022-global-forum-plenary-meeting.htm?fbclid=IwAR2X3nqXF85OwLGJlC6vjBEwZ6BUeCdzvdrknpvXvAT_jzKgQ57KAc-JaRE 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics