|
2022-11-08 12:05:08, 1074 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია - ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 პირი, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ
რუსეთის სამთავრობო მედიის მტკიცებით, ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 პირი, რომლებიც ადგილობრივი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, დაკავებულები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. "ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა СБУ-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა. მათი ამოცანები მოიცავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ", - აცხადებენ რუსეთის ФСБ-ში. ФСБ-ს მტკიცებით, დაკავებულებს, სავარაუდოდ, СБУ-ს ოფიცრები - სამირ შკუროვი, ვიქტორ ხომიაკი და დიმიტრი სიდეი კურატორობდნენ. „ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, ამოღებულია 5 კგ-ზე მეტი პლასტმასა, ელექტრო დეტონატორები, 3 ყუმბარა, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სპეციალური სადაზვერვო ტექნიკა", - ამბობენ ФСБ-ში. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ასევე აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს ბომბის მანქანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)