|
2022-11-08 09:59:56, 1012 ნახვა
პოლიტიკა
კელი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - დადგება ვინმე მთავრობიდან აშშ-ს მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?
ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას. კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ "ხალხის ძალის" განცხადებები მიზნად აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციასაც ისახავს. "ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად და აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციისთვის. დადგება ვინმე მთავრობიდან თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?" - წერს იან კელი. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გუშინ, 7 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ს საელჩო ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებასა და არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, "მედიის ფეიკ-კამპანიის" დაფინანსებაშიც დაადანაშაულა. "ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასულებმა, გუშინ განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)