18:34 - 22 Jul, 2026
|
2022-11-08 09:25:45, 1131 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ რუსეთის მომავალ ლიდერს დაველაპარაკებით
უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი და პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობებზე დასათანხმებლად მზად არ არის. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს“, - წერს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)