|
2022-11-07 17:30:19, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი - საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო, მაგრამ ის ღიაა დღეს, სულ ღია არ დარჩება
ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო, მაგრამ ის ღიაა დღეს და სულ ღია არ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ახლად დანიშნული ელჩის თქმით, დღეს არსებული ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან საქართველომ სარგებელი უნდა მიიღოს. "გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. გადაწყვეტით უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს. თავად ქართველებმა უნდა აჩვენონ, რომ სერიოზულად არიან განწყობილნი", - განაცხადა ჰერჩინსკიმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში. მისივე თქმით, ხშირად ღრმა დაპირისპირებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია, თუმცა როდესაც "საქმე მიდგება უმნიშვნელოვანეს თემებზე, ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ საჭირო ხდება, ეს უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და სასურველი შედეგის მისაღწევად, ერთად ვიმუშაოთ".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)