|
2022-11-07 17:25:30, 1052 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა ევროკავშირში
ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან ევროკავშირში. "ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და საჯარო პირების დაპატიმრება ხორციელდება. ეს კი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იღწვის, ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. ჩვენ ვთხოვთ მას, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან ევროკავშირში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)