|
2022-11-07 14:31:42, 1008 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ბურჭულაძისა და ირანის ელჩის შეხვედრაზე - სერიოზულად? „რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები“ ირანის რეჟიმთან?
სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრას. როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, საქართველო მცდარი გზის არჩევით პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას. "სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა გვიჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია მცდარი გზა და უკვე პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას", - აცხადებს კრამონი. ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა 4 ნოემბერს გამართა. თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შეეხო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)