|
2022-11-07 13:42:31, 1098 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ელჩი - რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა
რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის უწმინდესობას რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა. უკრაინელი დიპლომატის თქმით, რუსეთის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთიც აჩვენებს, რომ მოსკოვი ჰუმანური არასდროს ყოფილა. „რუსი მწერლების/პოეტების რამდენიმე სხვა ნაწარმოები, მათ შორის პუშკინის, კუპრინის, ბულგაკოვის და თუნდაც ჩვენი რეგიონის ნამდვილი ისტორიის ზედაპირული შესწავლა აჩვენებს, რომ ჰუმანიზმს მოსკოვში ადგილი არ ჰქონია არც ივანე მრისხანეს დროს 1547 წელს, არც 1708 წელს, როდესაც ბატურინი სასტიკად დაანგრიეს", - წერს ოქსანა მარკაროვა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი ხალხისა და რუსული ჰუმანიზმის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს და ამისთვის, მისივე თქმით, „საკმარისია დოსტოევსკი, რომელიც ქრისტიანებს დღემდე შთააგონებს, იფიქრონ ქრისტიანობაზე“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)