|
2022-11-05 16:40:58, 1528 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში 500 ელექტროენერგიის გენერატორს გააგზავნიან
ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინაში 500 დენის გენერატორი გაგზავნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულ დახმარებას უკრაინას უწევენ რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ელექტროენერგიის რეგულარული შეწყვეტის ფონზე „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა“, - განმარტა დახმარების სააგენტომ გადაწყვეტილებაში. ენერგორესურსების გაგზავნილ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია და სხვა. ევროპის სამოქალაქო დაცვის ორგანო მოქმედებს როგორც შუამავალი, რათა დაეხმაროს მიწოდებას. ცნობისთვი, რუსული არმია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უტევს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმებმა ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტების დაახლოებით 40% დააზიანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)