|
2022-11-05 14:08:19, 1409 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო
უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაადანაშაულა. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ერეოდნენ. იგივეს ცდილობდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინაში მილიონობით ადამიანის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვა მოახერხეს, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია ამ ქვეყანაში „ანტირუსეთის“ შექმნა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენილ ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო. თებერვალში რომ არ გვემოქმედა, მაშინ ყველაფერი იგივე იქნებოდა, ყველაზე უარესიც კი ჩვენთვის. ისინი ხელს უწყობენ საკუთარ გეოპოლიტიკურ ღირებულებებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უკრაინელი ხალხის ინტერესებთან. ასევე გრძელდება მცდელობები რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მიზნით. ისინი დგანან უკრაინის მოვლენების უკან. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ; ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს ისევე, როგორც ეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა გააკეთეს“,- განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)