18:35 - 22 Jul, 2026
|
2022-11-04 14:32:07, 1543 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - უკრაინა რუსეთს არასდროს დაუჩოქებს
უკრაინა არასდროს დაუჩოქებს რუსეთს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. როგორც პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა, ყველას, ვინც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, უკრაინელი ხალხის ნება ავიწყდება. "მორიგი "დიპლომატიური მოგვარების" გეგმის თითოეული ავტორი, რომელიც უკრაინას ქვეყნის ნაწილის დათმობას სთავაზობს, ავიწყდება ის დეტალი, რაც ამას შეუძლებელს ხდის. ეს დეტალი უკრაინელი ხალხის ნებაა. ნუ დაკარგავთ დროს ფანტაზიებზე. უკრაინა არასდროს დაუჩოქებს რუსეთს", - ამბობს პოდოლიაკი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)