|
2022-11-04 14:16:59, 1496 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევზე S-300 რაკეტებით იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა ღამით მიკოლაევზე S-300 რაკეტებით იერიში მიიტანეს. მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კიმმა Telegram-ზე დაწერა, რომ დაბომბვის შედეგად საწყობი, საოფისე შენობა და მანქანები განადგურდა. "3 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით, 23:30 საათზე, მტერმა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანს S-300 რაკეტები ესროლა. შედეგად განადგურდა საწყობი, ადმინისტრაციული შენობა და დაზიანდა იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი. ხანძარი გაჩნდა სხვა საწყობში, რომლის ლიკვიდაციაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მოახდინა", - განაცხადა კიმმა. მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თქმით, 3 ნოემბერს მტერმა იერიში მიიტანა მიკოლაევის რაიონის პერვომაისკაიას თემის დასახლებაზეც ბაშტანის რეგიონში. კიმის ინფორმაციით, გარდა ამისა, 3 ნოემბერს დაახლოებით, 14:30, ხოლო 4 ნოემბერს 04:45 საათზე შიროკოვსკაიას თემის დასახლებაც დაიბომბა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)