|
2022-11-04 12:27:37, 1653 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული შენაერთები ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, დაბალი მორალისა და ბრძოლისადმი უხალისობის გამო, სავარაუდოდ, "ბარიერის ჯარების" ან "ბლოკირების შენაერთების" განლაგება დაიწყეს. როგორც დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაშია ნათქვამი, აღნიშნული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკან დახევის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებიან. "შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს დახვრეტით ემუქრებიან, თუ ისინი უკან დაიხევენ. ამით ჯარისკაცებს აიძულებენ, შეტევითი ქმედებებზე გადავიდნენ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში. ბრიტანეთის დაზვერვა ასევე ამბობს, რომ რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მეთაურებს დეზერტირების წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინათ. "ისეთი ქმედება, როგორიცაა დეზერტირებისთვის სროლა, სავარაუდოდ, რუსული ძალების დაბალ ხარისხსსა და უდისციპლინობას ადასტურებს", - ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)