|
2022-11-04 11:21:54, 1362 ნახვა
პოლიტიკა
ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენობის კანდიდატების გასაუბრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღეს პარლამენტს ბოლო სამი კანდიდატისთვის უნდა მოესმინა, თუმცა საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, თუმცა გასაუბრების ეტაპმა დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ერთგვარი შოუ", რომლის საფუძველზეც არ მოხდება კანდიდატის შერჩევა. "მე არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად არ ვაპირებ, რომ მივიღო მონაწილეობა გასაუბრებაში. თავდაპირველად, ჩემი ინტერესი რომ ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსთვის, 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლა შეერჩია დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების ეტაპმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და კვალიფიციური. ეს პროცესი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გასაუბრების საფუძველზე მოხდეს კანდიდატის შერჩევა და მგონია რომ ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომაც გადავეწყვიტე, რომ არ მივიღო მონაწილეობა",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)