|
2022-11-04 09:45:41, 1524 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. BBC-ის ცნობით, ტრამპმა აღნიშნული განცხადება აიოვას შტატში, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. „იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, უსაფრთხო და დიდებული, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ 2024 წელს ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ“, - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა. სიტყვით გამოსვლისას "რესპუბლიკელმა" ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ფართო საარჩევნო გაყალბების გამო დამარცხდა. „მე ორჯერ ვიყარე კენჭი. ორჯერ გავიმარჯვე და მეორე კენჭისყრისას გაცილებით უკეთესი შედეგი ვაჩვენე. 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მილიონობით მეტი ხმა მივიღე", - განაცხადა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)