|
2022-11-03 17:33:43, 1054 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს
პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობაც კი, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ნებისმიერი რამ, რაც ამას საფრთხის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნების წინ დადეს პირობა, რომ გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნამიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. “შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის მკაფიო გადაწყვეტილების მხარდაჭერისა, უსაფრთხო და პერსპექტიული დემოკრატიული სახელმწიფოს მისაღწევად. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ამ მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებიბაც კი, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ეს დაპირება მოსახელობას არჩევნების წინ მისცეს - გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნამიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ნებისმიერი რამ, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს ან ხელს შეუშლის ამას, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს”,-განაცხადა დეგნანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)