|
2022-11-03 16:15:25, 1366 ნახვა
მსოფლიო
ზალუჟნი - რუსეთმა უკრაინაში ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში, 10 წლის განმავლობაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში იმაზე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნის თქმით, უკრაინამ 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დანაკარგი ავღანეთში 118 თვითმფრინავი იყო. „სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს იმაზე ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთის ომში, 10 წლის განმავლობაში - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, 118 საბჭოთა თვითმფრინავი ავღანეთში", - ამბობს ზალუჟნი. აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 74 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. გარდა ამისა, 8 თვის განმავლობაში, სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად, 1400-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)