14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 13:33:17, 1567 ნახვა

ეკონომიკა
ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების მიზნით, საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია ეწვია

ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით,  საქართველოს სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის დელეგაცია ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარეობს. ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება  სომხეთშიც ხორციელდება.

„ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სტუმრებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები გააცნო; შეხვედრაზე განხილული იყო ვენახების კადასტრთან დაკავშირებული საკანონმდებლო ასპექტები. 

აღნიშნულ თემაზე კერძო სექტორის პოზიციის გასაცნობად, დელეგაციის წევრები კახეთის რეგიონში ღვინის მარნებს ესტუმრნენ. 

ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების ხარისხსა და მიკვლევადობას. 

სომხური დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის ხელშეწყობით, რომელიც  ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics