|
2022-11-03 09:00:56, 1031 ნახვა
მსოფლიო
კულებას განცხადებით, ესპანეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკას გადასცემს
ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიევში ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა ესპანურ მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. "ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ხოსე მანუელთან და ჩვენს კოლეგებთან სხვა დეპარტამენტებიდან, რათა უკრაინამ ესპანეთიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფო საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათ ჭურვებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)