|
2022-11-02 17:15:42, 976 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი მას რუსეთთან კომპრომისისკენ უბიძგებს. ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვას, უბიძგებს თუ არა ვინმე მას რუსეთთან კომპრომისებისკენ, უკრაინის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით რუსეთთან მოლაპარაკებებზე. ჩვენთვის იქ ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია. ამიტომ მე არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან არ იქნება". ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისგან ასეთ სისასტიკეს და აგრესიულობას არ ელოდა, რაც მისივე განცხადებით, უკრაინელი პოლიტიკოსების ყველაზე დიდი შეცდომაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)