|
2022-11-02 15:48:24, 867 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება
თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა,სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას, ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ნიკა გვარამიას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ,რომლის ბერკეტიც პრეზიდენტის ხელშია. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას,რომლის მიხედვითაც საუბარია პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის შეწყვეტაზე, კობახიძემ განაცხადა,რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მისთვის ჩალის ფასი აქვს. “თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგალითად, იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც და თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტის შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არა მგონია, რომ სწორი იყოს, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)