|
2022-11-02 14:06:27, 1109 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგაშვილი - ვერ დამისახელებთ შემთხვევას, რომ სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა
ვერ დამისახელებთ შემთხვევას, რომ სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი,ირაკლი ქადაგიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე. მისი თქმით,საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო არის ობიექტური და დამნაშავეები ცდილობენ მოცემულობის შეცვლას,რათა მათ დანაშაულებზე მიღებული გადაწყვეტილებების დისკრედიტაცია მოახდინონ. "დამნაშავეებს ყოველთვის სურთ,რომ საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო გამოიყვანონ არაობიექტური მხარეები,რათა მათ დანაშაულებზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დისკრედიტაცია მოახდინონ,ვერ დამისახელებთ იმ შემთხვევას როდესაც სასამართლო არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა,ამ ბრალდებას აქვს პოლიტიკური კონტექსტი" - განაცხადა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)