|
2022-11-02 13:35:44, 884 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა თუ დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს
გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ. მეორეს მხრივ, კალაძემ დასძინა, რომ თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. "გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ ასეა ნებისმიერი ადამიანი, თუმცა თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული,უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)