19:47 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 17:04:34, 1665 ნახვა

მსოფლიო
შოიგუ - სპეცოპერაციის ზონაში 87 ათასი მობილიზებული გაიგზავნა

საომარი მოქმედებების ზონაში, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 ათასი ადამიანიდან 87 ათასი მობილიზებული გაიგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

როგორც შოიგუმ აღნიშნა, მობილიზებულების უკრაინაში გაგზავნა „დამატებითი წვრთნისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ" მოხდა.

„დამატებითი წვრთნისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ, 87 000 ადამიანი გაიგზავნა საომარი მოქმედებების რაიონებში“, - განაცხადა შოიგუმ.

მისივე თქმით, წვრთნაში ჩართული იყო სამი ათასამდე ინსტრუქტორი, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება სპეცოპერაციის დროს შეიძინეს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო, თუმცა უკრაინაში წვევამდელების გაგზავნა არ იგეგმება.

ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ, 31 ოქტომბერს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა.

პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics