19:47 - 22 Jul, 2026
|
2022-11-01 14:41:50, 1348 ნახვა
მსოფლიო
პოლტავას რაიონში 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო 4 სამოქალაქო ობიექტებს დაეცა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, პოლტავაზე დრონებით იერიში მიიტანეს. პოლტავას რაიონში დღეს დილით 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო 4 სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. აღნიშნული ინფორმაცია პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა. ლუნინის განცხადებით, რაიონულ ცენტრში აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. "ადგილზე მაშველები მუშაობენ. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის“, - თქვა ლუნინმა. თავდასხმები დაადასტურა პოლტავას მერმა, ალექსანდრე მამაიმაც. "ამ ღამეს პოლტავას ოლქს თავს დაესხა დრონები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა მან Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)