|
2022-10-31 21:09:05, 1413 ნახვა
პოლიტიკა
მიქაუტაძე - შევიმუშავეთ ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემა - როგორ შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას
„ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, ინდუსტრიების განვითარება პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკასთან, მოხმარების ზრდასთან. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა ენერგეტიკის წახალისებისა და მხარდაჭერის სქემა - როგორ შეიძლება საქართველოში ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების ათვისებას და ინვესტიციების მოზიდვას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. მისივე თქმით, მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან ინტენსიური მუშაობით შეიმუშავა ენერგეტიკის დარგის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელის მიზანია სექტორის განვითარების ხელშეწყობა, საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება და ასევე ფისკალური რისკებისგან დაცვა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ნიშნავს როგორც ჰიდროპოტენციალის ათვისებას, რაც საქართველოს აქვს, აგრეთვე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიურად გამოყენებას. „ჩვენ შეხვედრებს გავმართავთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, გავაცნობთ ამ სქემას და იმ ბენეფიტებს, რომელიც ექნებათ დარგის ინვესტორებს - როგორ შეიძლება მათთვის იყოს გრძელვადიან პერიოდში კარგი გარემო ინვესტიციების დასაგეგმად საქართველოში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)