|
2022-10-31 18:21:21, 1371 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა
სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივი მაუწყებელიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების : იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაცია „საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველო“-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. „საერთაშოროსო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ გათავისუფლებული ამ ჟურნალისტების უფლებებს, რომლებმაც ტელევიზია ცენზურის მცდელობასა და რესპონდენტების “შავი სიის” არსებობაში ამხილეს. სასამართლოსთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ სახალხო დამცველს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანისა და კორესპონდენტების გათავისუფლების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება. გატარებული ღონისძიების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის აპარატს კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში უნდა აცნობოს". - ნათქვამია განცხადებაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)