|
2022-10-31 15:51:09, 1367 ნახვა
მსოფლიო
შმიგალი - რუსებმა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინის 10 რეგიონს დაარტყეს, დაზიანებულია 18 ობიექტი
რუსმა ტერორისტებმა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინის 10 რეგიონს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალმა Telegram-ზე დაწერა, თავდასხმის შედეგად, 18 ობიექტი დაზიანდა. "რუსმა ტერორისტებმა კვლავ მასიურად შეუტიეს უკრაინას. მათი მიზანია არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით 10 რეგიონს დაარტყეს, სადაც 18 ობიექტი დაზიანდა. მათი უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტია. 7 რეგიონში ასობით დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა. შედეგები შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო, მაგრამ საჰაერო თავდაცვის ძალების გმირული და პროფესიული მუშაობის წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე გასროლილი 50-ზე მეტი რაკეტიდან 44 ჩამოვაგდეთ. მადლობა მებრძოლებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ცას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში დილით მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში. აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)